• რა არის მობილური მარკეტინგი?

„მობილური მარკეტინგი“ ეს არის ნოვაცია, რომელმაც შექმნა ახალი ეპოქა მარკეტინგში და აძლევს საშუალებას მომხმარებელთან მობილური ხელსაწყოს მეშვეობით დაამყაროს კომუნიკაცია და მარკტინგის სხვა ოპერაციები. მობილური მარკეტინგი ძალიან მოქნილი არხია. მას გააჩნია კლიენტებთან მიწვდომობის მრავალი გზა. აღნიშნული  მარკეტინგის სახეობის ყველა კლასიკური და ეფექტური მხარეა კოლექტიური SMS და MMS. ეკონომიური, სწრაფი და მაღალი ეფექტურობის მქონე. მსოფლიოში დაახლოვებით 550 %-ით მზარდი ერთადერთი სექტორია. მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვის გაზრდამ ხელი შეუწყო აღნიშნული ბაზრის გაზრდას.  კვლევების მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში 3,9 მილიარდი მობილური ტელეფონის მომხმარებელია და მოსალოდნელია 2013 წელს აბონენტთა რიცხვმა მიაღწიოს 5,6 მილიარდს. მობილური ტელეფონის მომხმარებელთა 80 % დაუყონებლივ ყურადღებას აქცევს ტელეფონზე შემოსულ ყველა სახის შეტყობინებასა და სიახლეზე, რამაც განაპიროვა მობილური მარკეტინგის მსოფლიოში აღიარება და  მისი შეუდარებლობა.

·         მობილურ მარკეტინგში კოლექტიური SMS შეტყობინებების უპირატესობები

SMS შეტყობინებების გაგზავნა არგაგზავნის კონტროლის შესაძლებლობა დღითი დღე ხელს უწყობს კოლექტიური SMS შეტყობინებების გაგზავნის პოპულარობას. ორმხრივი SMS შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას მომენტალურად დაადგინოს და განსაზღვროს კლიენტების რეაქცია და საჭიროებისამებრ მოკლე დროში  შეცვალოს კამპანიების სტრატეგია. ამასთან დაწესებულებებს შეუძლიათ „მოგებისათვის ჩაწერეთ  სახელი და გვარი და გამოაგზავნეთ…….“ შეტყობინებების სახით გამართონ არჩევისა და სიახლეების კამპანიები.

დამატებით კომპანიებს აქვთ საშუალება  გარკვეული ანაზღაურების ნაცვლად კლიენტებს შესთავაზონ ისეთი სახის შეტყობინებები როგორიცაა:  ამინდი, ზოდიაქო, ავია და საინფორმაციო სახის შეტყობინებები. ამგვარად კოლექტიური SMS შეტყობინებების გაგზავნა წარმოებაში მარკეტინგის სახეობათა შორის დღითი დღე იძენს პოპულარობას.

·         მობილური მარკეტინგის ეფექტურობა

მობილური მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა მომხმარებლებისათვის სასურველი და აუცილებელი სარეკლამო, საპრეზენტაციო და კამპანიის შემცველი შეტყობინებების გაგზავნაა. შეტყობინების გაგზავნიდან  15 წუთში კლოენტების მიერ იქნება წაკითხულ და მაქსიმუმ 60 წუთში მოხდება პასუხის გაცემა. არნიშნული ვადები მარკეტინგის სფეროში წარმოადგენს პასუხის გაცემის ყველაზე სწტაფ ფორმას.

·         მობილური მარკეტინგის ფინანსურად მისაღებლობა

მარკეტინგში მიზნობრივი მასებისათვის მიმართვის გზებიდან ერთ-ერთ ფინანსურად ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენს  კოლექტიური SMS გაგზავნა. ამგვარად მობილურ მარკეტინგში კოლექტიური SMS გაგზავნა დღითი დღე ხდება პოპულარული.

·         მობილური მარკეტინგის ახალი ბაზრის პერსპექტივები

კოლექტიური შეტყობინებების გაგზავნა მობილურ მარკეტინგში შეიძლება შემოიფარგლოს  დემოგრაფიული და ლოკალური მონაცემების მიხედვით, რაც თავის მხრივ მას უპირატესობას ანიჭებს ახალ ბაზრებში დანერგვისას. ამერიკაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ 18-29 ასაკის თითქმის ყველა ადამიანი მფლობს მობილურ ტელეფონს, რასაც თავის მიზნებისათვის იყენებენ სარეკლამო სუბიექტები.

·         მობილურ სერვისებში შემავალი სხვა მომსახურებები

სპეციალური შეტყობინების სერვისი შემუშავებულია რათა კლიენტს მიეწოდოს ინფორმაცია და იგი იყოს უკეთ ინფორმირებული თვითმფრინავის ბილეთი ჯავშანის შესახებ ან სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ. შეტყობინების სერვისი ხელს უწყობს კომპანიების, გამოკითხვების მეშვეობით სასურველი პროდუქციის მოძიების კვლევების განხორციელებას.